წვიმის წყლით სავსე ახლად რეაბილიტირებული ავლაბრის მეტრო - ექსპერტები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობენ
წვიმის წყლით სავსე ავლაბრის მეტრო - რაში დაიხარჯა 4 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან? თბილისში მოსული უხვი ნალექიისს გამო მეტროსადგურის ვესტიბიული დაიტბორა. ახლად რეაბილიტირებულ მთავარ შესასვლელში წყალი ჭერიდან ჩავიდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ წვიმის შედეგად დატბორილ სადგურს იქ დასაქმებული ადამიანები ასუფთავებდნენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ამტკიცებენ, რომ მომხდარის მიზეზი უხვი ნალექის შედეგად სახურავის სანიაღვრე სისტემის დაზიანებაა, კორუფციის მკვლევარები უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე მიუთითებენ.
ეს ფაქტი აჩვენებს იმ სისტემურ პორბლემებს, რომლებცი ჩვენ ტენდერებთან დაკავშირებით გვაქვს. შერჩევა ხდება სისტემატიურად ისეთი კომპანიების, რომლებიც ხარისხზე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ, რომელთა გაკეთებული საქმეც ძალიან მალე, დიდი ძალისხმევის გარეშე ფუჭდება და ვხედავთ, რომ ასეთი ტენდერი ერთეულად კი არ ეძლევათ ასეთ კომპანიებს, არამედ ასეთი კომპანიები თავისუფლად მონაწილეობენ თბილისის მერიის სხვადასხვა შესყიდვებში, აქვთ არაერთი ტენდერი, ისევე როგროც ამ კონკრეტულ კომპანიას ავლაბრის მეტროს გარდა აქვს ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციის პროექტი", - აცხადებს საბა ბუაძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი და კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე ამბობს, რომ ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია, რომელშიც ბიუჯეტიდან 4 მილიონ ორასი დაიხარჯა, ვადის დარღვევებით შესრულდა და საბოლოო ჯამში უხარისხოც აღმოჩნდა.
ავლაბრის მეტროს რეაბილიტაციაში დაიხარჯა 4 მილიონ ორასი ათასი ლარი. ეს სამუშაოები დამთავრდა ვადის დარღვევებით. როგორც ჩანს, აღმოჩნდა უხარისხო, გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ერთ წელიწადში სახურავი დაზიანდა. ერთადერთი პოზიტიური ამ ამბავში არის ის, რომ საგარანტიო ვადა მოქმედებს. სატრანსპორტო კომპანიამ გაავრცელა, რომ სანიაღვრე სისტემა არის დაზიანებული და სანიაღვრე სისტემა ასე კონკრეტულად არ წერია საგარანტიო პირობებში. საგარანტიო პირობებში წერია სახურავი. ახლა ჩვენ განმარტება გვინდა ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურიდან, რომ ის დაზიანება, რომელი დაზიანებაც ახლა არის, ექვემდებარება თუ არა საგარანტიო ვადებს და აღნიშნულის შეკეთებაში დაიხარჯება თუ არა დამატებითი ფული, თუ ამ დაზიანებას შეაკეთებს კომპანია?"- აცახდებს ბესო დონაძე.
კომპანია, რომელიც ავლაბრის მეტროს რეაბილიტაცია შეასრულა "ბადაგ კონსტრაქშენია". ის არის ასევე კოპანია, რომელსაც ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია დაევალა. ლელო ძლიერი საქართველო ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, აღნიშნული კომპანია "ქართული ოცნების" შემწირველებს შორისაა.
ეს კომპანიაც "ბადაგ კონსტრაქშენი" არის "ქართული ოცნების" მსხვილი შემომწირველი. მას 60 000 აქვს შეწირული "ოცნებისთვის" და ასე კეთდება ყოველთვის. თავიანთი შემწირველი კომპანიები იგებენ ტენდერებს, შესაბამისად, ნაკლები პასუხისმგებლობა აქვთ", - აცახდებს ნიკა ჩერქეზეიშვილი.
ამ წუთებში ავლაბრის მეტროს სახურავზე შემოწმებითი სამუშაოები მიდმინარეობს.