"დაიცავი ილიაუნის" სტუდენტები ქობულეთში ჩავიდნენ და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვს დაბადების დღე მიულოცეს

23.05.26 13:39
"დაიცავი ილიაუნის" სტუდენტები ქობულეთში ჩავიდნენ და დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვს დაბადების დღე მიულოცეს

 

 

დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღეა - მოზარდი ქობულეთში ცხოვრობს. ამიტომაც, "დაიცავი ილიაუნის" სტუდენტები დღეს იშვიათი დიაგნოზის მქონე ბავშვთან იუბილის მისალოცად ქობულეთში ჩავიდნენ და მას საჩუქრები ჩაუტანეს. 

შეგახსენებთ, რომ პირველი მილიონი ბავშვებისთვის უკვე შეგროვდა, მაგრამ უწყვეტი მარათონი ისევ გრძელდება.

ცნობისთვის, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები უკვე ერთი თვეა თბილისში, კანცელარიასთან უწყვეტ აქციას მართავენ და შვილებისთვსი წამალს ითხოვენ.

საქართველოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზით 100-მდე ბავშვია აღრიცხული. ეს გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების დასუსტებას და ფატალურ შედეგს იწვევს. მშობლები ერთი წელია ქვეყანაში ამ მომაკვდინებელი დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანას უშედეგოდ ითხოვენ.