დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად 1,5 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა
„დაიცავი ილიაუნის“ საქველმოქმედო ლაივ-მარათონში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, უკვე 1 500 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ინიციატივას ათეულობით კომპანია, გამომცემლობა, უნივერსიტეტი და კლინიკა შეუერთდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პირდაპირი ეთერი უწყვეტ რეჟიმში კვლავ მიმდინარეობს და ლაივი არ დასრულდება, ვიდრე დონაციები გაგრძელდება. შეგროვებული თანხა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ყოველდღიური საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება — მათ შორის სასუნთქი აპარატების, გენერატორების, მედიკამენტების, ადაპტირებული საწოლებისა და ეტლების, ასევე სხვადასხვა აუცილებელი ოპერაციის უზრუნველყოფას.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესულ დასუსტებას იწვევს და მუდმივ სამედიცინო მხარდაჭერას საჭიროებს.
„თბს: #GE20TB7881145068100026
საქართველო: #GE49BG0000000611756133
ქისა: www.kisa.ge“, — აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.