მაშველებმა 5 დღის წინ სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე დაკარგული მწყემსი იპოვეს
მეხანძრე-მაშველებმა სოფელ ომალოში, მთის ფერდობზე 5 დღის წინ დაკარგული და დაშავებული მწყემსი, 64 წლის ლუხუმ ბაშინურიძე, დრონის დახმარებით იპოვეს - ამის შესახებ "პირველებს" შსს-ში განუცხადეს.
მაშველებმა ლუხუმ ბაშინურიძე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, საიდანაც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
112-ში შევიდა შეტყობინება სოფელ ომალოში დაკარგული მწყემსის შესახებ.
შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და სამძებრო-სამაშველო ღონისძიება დაიწყეს.
სამძებრო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორია დრონების საშუალებით დათვალიერდა, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველებმა მთის ფერდობზე დაშავებული მწყემსი იპოვეს.
მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული უსაფრთხო ადგილზე ჩამოიყვანეს, საიდანაც იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა", - უთხრეს "პირველებს" შსს-ში.