ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე სამაშველო სამსახურების მობილიზებაა
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
შემთხვევის ადგილიდან კადრებს ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის საშუალებით ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, თვითმხილველებს ადგილზე დაკვამლიანება არ შეუნიშნავთ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განგვიცხადეს, 112-ში შეტყობინება ადგილიდან შევიდა. მოქალაქე იტყობინებოდა, რომ გამწოვიდან კვამლი გამოდიოდა, რის შემდეგაც ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები გაიგზავნა.