საფრთხე არ არსებობს - ყიფშიძის ქუჩა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა დატოვეს
ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მობილიზებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს.
როგორც ირკვევა, ადგილზე სპეციალისტები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 112-ში შევიდა შეტყობინება - მოქალაქის ინფორმაციით, გამწოვში დაკვამლიანება შეინიშნებოდა.
ადგილზე მისულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორია დაათვალიერეს. მას შემდეგ, კი რაც საფრთხე სრულად მოიხსნა, მაშველებმა ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.