„ქართული ოცნება“ სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს - თამთა მიქელაძე
სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილების უკან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ინტერესები დგას — ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე აცხადებს. მისი შეფასებით, ხელისუფლება, რომელმაც წლების განმავლობაში კომერციულ სუროგაციასთან დაკავშირებულ ქალთა უფლებების დარღვევებზე სათანადო რეაგირება ვერ მოახდინა, ახლა საპატრიარქოსთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს.
მიქელაძე ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება აზარტული თამაშების რეგულირების საკითხზე ეკლესიასთან წარმოქმნილი უთანხმოების შემსუბუქებას ემსახურება. მისი თქმით, სუროგაციის სრულად აკრძალვის ნაცვლად, მნიშვნელოვანია ქალთა უფლებების დაცვა და მათი თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფა.
საქართველოში კომერციული სუროგაცია კომერციულ გამოწვევებს უკავშირდებოდა. საკმაოდ მაღალი იყო ამ პრაქტიკის მასშტაბი და მას თან ახლდა ქალთა უფლებების უხეშ შეზღუდვა, მათ შორის ტრეფიქინგის, ძალადობის, თანხმობის გარეშე სამედიცინო ჩარევის, ეკონომიკური რეპრდოუქციის ექსპლუატაციის უმძიმესი პრაქტიკები, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში "ქართული ოცნების" ხელისუფლება რეაგირებას არ ახდენდა, რეაგირებები საკმაოდ სუსტი იყო, მათ შორის ტრეფიქინგის და ძალადობის კონკრეტული შემთხვევების დროს. უკმაყოფილებას, რომ აზარტული თამაშების რეგულირების საკითხზე ხელისუფლებამ არ გაიზიარა ეკლესიის რეკომენდაციები და რჩევები, სწორედ ამ ფონზე, ისევ და ისევ იმ გზანილით, რომ სწორედ საპატრიარქოსთან კონსულტაციით მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ისინი, როგორც ჩანს, ეკლესიასთან ამ შექმნილი კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობენ.
ამიტომ, ჩვენთვის ძალიან აშკარაა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ აქვს ქალთა უფლებების დაცვის ინტერესი. მოხალისეობრივ სუროგაციას, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, თუმცა ამ შემთხვევებშიც მნიშვნელოვანია ქალის დამოუკიდებელი ნების და ნებაყოფლობითობის შემოწმება, რომ ნამდვილად თავისუფალი და ავტონომიური არჩევანი იყოს, იმიტომ, რომ ეს რეპროდუქციული შესაძლებლობაა ძალიან ბევრი ქალისთვის, ოჯახისთვის, - ამბობს თამთა მიქელაძე.
საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.