სროლა ყარაჯალაში - შეიარაღებულმა პირებმა ადგილობრივი ბიზნესმენის ავტომობილი დაცხრილეს
სოფელ ყარაჯალაში შეიარაღებული თავდასხმის სამიზნე ადგილობრივი ბიზნესმენი დურიჩ გაჯიევი გახდა. არსებული ინფორმაციით, მას საკუთარ სახლთან ჩაუსაფრდნენ და ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გაჯიევი რესტორნიდან სახლში ბრუნდებოდა. როგორც "წყარო" "პირველებს" ეუბნება, ავტომობილში გაჯიევის არასრულწლოვანი შვილებიც იმყოფებოდნენ.
„პირველების“ ინფორმაციით, თავდასხმის სავარაუდო მოტივი ფინანსური დაპირისპირებაა. ერთ-ერთი ვერსიით, ბიზნესმენს აშანტაჟებდნენ და ბიზნესში წილებს სთხოვდნენ. გავრცელებული ცნობით, მას 100 ათასი უნდა გადაეხადა, თუმცა თავდამსხმელებს მოთხოვნილზე ნაკლები თანხა მიუტანა.
ამ ვერსიას გაჯიევის ოჯახი უარყოფს. დურიჩ გაჯიევის მამა ამბობს, რომ ფინანსურ დავას ადგილი არ ჰქონია.
სოფელ ყარაჯალაში ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. „პირველების“ კამერამ შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტიც გადაიღო. პოლიციას რამდენიმე პირი უკვე დეინტიფიცირებული ჰყავს.