15 წელი მოქალაქეობის მოლოდინში - „ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი ხელისუფლებას შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებს

22.11.26 15:57
15 წელი მოქალაქეობის მოლოდინში - „ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი ხელისუფლებას შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებს

15 წელია, საქართველოს მოქალაქეობას უშედეგოდ ითხოვს „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი თეიმურაზ ბეჭვაია. „პირველებთან“ საუბარში კაცი აცხადებს, რომ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს რუსეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა კრიმინალურ საქმეში მისი სავარაუდო მონაწილეობის მოტივით ეუბნებიან, რას სიმართლეს არ შეესაბამება. 

ბეჭვაიას მტკიცებით, წლების განმავლობაში ზუგდიდში საარჩევნო პროცესებში ადიკო ივანიშვილის დავალებით მონაწილეობდა, თუმცა მმართველ გუნდთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც პარტიის წევრებისა და მაღალჩინოსნების მხილება დაიწყო.

ბეჭვაია აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოღალატეებიც ამხილა და მის მიმართ დამოკიდებულების შეცვლას სწორედ ამ გარემოებას უკავშირებს.

მოქალაქეობას მე არ მაძლევენ 2010 წლიდან დღემდე. მიზეზი ეს არის... მიდის ადამიანის დაჩაგვრა, უფლების შელახვა, ჩემი ავტორიტეტი შელახულია. ივანიშვილის ჩამოყვანილი ადმაიანი ვარ, იმის წყალობით ჩამოვედი აქ, საქართველოში. მიმიყვანეს ადიკო ივანიშვილთან, რომ დავხმარებოდი "ოცნებას" და აქ, ზუგდიდში გამომაგზავნეს. რა გითხრათ, "ოცნება" "ოცნებას" რომ ღალატობდა, ეს მე დავამტკიცე და დაჭერაც მომინდომეს. რამდენი წერილი მაქვს გაგზავნილი ყველა ინსტანციაში. მითხარით ჭეშმარიტება, როგორ გავიგო, რაში ვარ დამნაშავე-მეთქი და პასუხი არ მიმიღია. 

გუშინმა სუსმა დაავალა უზენაეს სასამართლოს, რომ მე ვითომ ვყოფილვარ ტერორისტი, ნარკოდილერი, იარაღის გამყიდველი და ადამიანის გამტაცებელი. თუ ასეთი ადამიანი ვარ, მაშინ რატომ არ ვარ დაჭერილი? რატომ არ გამაძევეს? ჩავაბარე გამოცდები და მეუბნებია, რომ ჩემი ცოდნა შეესაბამება მოქალაქეობის ცოდნასო, - ამბობს თეიმურაზ ბეჭვაია. 

მსგავსი სიახლეები