თბილისის მერია იტყუება - "ტვ პირველის" განცხადება

22.11.26 18:12
თბილისის მერია იტყუება - "ტვ პირველის" განცხადება

თბილისის მერია იტყუება და დეზინფორმაციის გავრცელებით თავს ესხმის "ტვ პირველს".

2026 წლის 22 ნოემბერს, თბილისის მერიამ გაავრცელა ტყუილი ტვ პირველის შესახებ, თითქოს არხმა გაავრცელა ცნობა, რომ ფონიჭალაში კორპუსის აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა პანაშვიდზე ეკლესიაში, მერიის წარმომადგენლები არ მისულან. ეს არის დეზინფორმაცია.
 
პირველებში 15:00 ჟურნალისტმა ჩართვის დროს თქვა, რომ ხალხის მოწყობილ მემორიალთან, სადაც მოქალაქეები იკრიბებოდნენ, სათამაშოები და ყვავილები მიჰქონდათ, არ იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგნელები. ამ ჩართვაში საერთოდ ნახსენებიც კი არ ყოფილა ტაძარში მიმდინარე პანაშვიდზე მერიის რომელიმე წარმომადგენლის არდასწრება.
 
გლოვის დღესაც კი, კალაძის PR ჯგუფი, სიყალბით თავს ესხმის კრიტიკულ მედიას.  ეს არ არის პირველი შემთხვევა. სხვადასხვა თემაზე, პასუხისმგებლობისგან გასაქცევად  კალაძის PR ჯგუფი ცდილობს, აგრესია მედიისკენ მიმართოს, დასმული კითხვების, ან მოძიებული ინფორმაციის გამო. ამ ჯგუფს, რომელიც პიარის გამო სამი წლის პაციენტს, ფოტოკამერებით დაადგა თავს პალატაში, ხოლო პიარ ჯგუფის ხელმძღვანელის გადაღებულ კადრებს „კალაძის მხარდამჭეთა“ გვერდზე ავრცელებდა, წესად ექცა მედიაზე თავდასხმა.

მოვუწოდებთ შეწყვიტონ მცდარი ცნობებს გავრცელება.  

მსგავსი სიახლეები