იმედი გვაქვს, რომ შედეგს ვიხილავთ - მეუფე დანიელი სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე
მეუფე დანიელი მომხრეა სინდისის პატიმრები ციხეებიდან გამოუშვან. ამის შესახებ მან "პირველებთან" ისაუბრა. სინოდის წევრი ღიად აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება უნდა დასრულდესს და ერთობა აღდგეს.
ამასთან, სასულიერო პირი ამბობს, რომ სინდისის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საუბარი, მათ შორის, ჯერ კიდევ ილია მეორესტან არაერთგზის ჰქონიათ და ეს თემა ამ დრომდე აქტუალურია.
იმედი გვაქვს, რომ შედეგი უნდა ვიხილოთ, - ამბობს მეუფე დანიელი.
წმინდა სინოდის კრების მოწვევა პრეროგატივაა კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის. მას ჯერ ამის შესახებ ჩვენთვის არაფერი უთქვამს, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. პირადად მე ვფიქრობ, რომ შესაძელებელია, იყოს ეს ერთ-ერთი საკითხი, თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს პრეროგატივაა პატრიარქის.
მე ამაზე მისაუბრია კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს სიცოცხლეში, მოსაყდრესაც უსაბრია, ცალკე მღვდელმთავრებსაც გვისაუბრია და ეს საუბრები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგი უნდა ვიხილოთ. ჩვენი დიდი სურვილია, ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება და აღდგეს მშვიდობა და ერთსულოვნება. ორივე მხრიდან არის საჭირო ურთიერთოატივისცემა, პირველ რიგში და ჩემი აზრით, ეს პატივისცემა გახდება საწინდარი. არა შეურაცხყოფა, არა უპატივცემლობა, - ამბოლბს მეუფე დანიელი.