ხაშურში ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს
ხაშურში ელექტროტექნიკის მაღაზიის გაქურდვის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდამ მაღაზიიდან მობილური ტელეფონები, ლეპტოპი, ყურსასმენები, ტელეფონის ჩასადებები და თანხა მოიპარა.
შემთხვევის შემდეგ ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.
გამოძიებით ასევე გაირკვა, რომ არასრულწლოვანი ახალი დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
პოლიციის ინფორმაციით, ჩატარებული ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამოიღეს. საქმეზე გამოძიება გრძელდება.