გადათხრილი და მიტოვებული გზები გურიაში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
გურიაში მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მოსახლეობის პროტესტი იზრდება. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ათეულობით მილიონი ლარის ფონზე რეგიონში გზები გადათხრილი და მიტოვებულია, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
მოსახლეობის თქმით, განსაკუთრებით მძიმე ვითარება ოზურგეთშია, სადაც დაზიანებული და სახიფათო ორმოებად ქცეული გზების გამო მოქალაქეები თვეებია საკუთარი ძალებით ცდილობენ უსაფრთხოების მინიმალური ზომების მიღებას.
ადგილობრივები ამბობენ, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი შუა გზაზეა მიტოვებული, პრობლემები კი განსაკუთრებით თვალსაჩინოა საკურორტო ზონებშიც.
მათი განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან და ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ.
წელიწადზე მეტია გადათხრილია, შეიძლება, ორიც კი იყოს.არ ვიცი რას ამბობენ, მთავრობის ბრალია, უყურადღებობაა. რომ შედის ამდენი ფული ბიუჯეტში, ხომ უნდა მოხმადრეს სოფელს? გადთხრიან და მერე მიატოვებენ, - ამბობს ადგილობრივი.
ადგილობრივი ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ არც ცენტრალურ და არც ადგულობრივ ხელისუფლებას ხალხის პრობლემები არ ადარდებთ.
კორუფციასთან ბრძოლა რომ გამოაცხადა ე.წ. ახალმა ხელისუფლებამ, იმ ხელისუფლების პირობებში გადათხრილია ფაქტობრივად გურიის ყველა მიმარფთულება და ეს გზები არის მიტოვებული. რაც არ ეშლებათ, ეს არის გადათხრა და საფრთხის შექმნა მსოახლეობისთვის. არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ დონეზე არ ადარდებს ეს არავის, იმიტომ, რომ მერი, მაგალითად, ოზურგეთში არის მდინარაძის დანიშნული და ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს კიდევ ვალდებულება ხალხთან კი არა მხოლოდ ივანიშვილთან აქვთ, - ამბობს ენმ-ს წევრი თათია ნიკოლაიშვილი.
"პირველებმა" კითხვების დასმა მომსახურების სააგენტოში სცადა, თუმცა იქ კითხვებზე პასუხს არ იძლევიან და მედიას "პრესცენტრთან" ამისამართებენ.