პაკისტანში სამგზავრო მატარებელზე თავდასხმას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანში სამგზავრო მატარებელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მატარებლით სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები გადაადგილდებოდნენ. აფეთქება დასავლეთ ბელუჯისტანის რეგიონის დედაქალაქ კვეტაში, სადგურ „ჩამან ფატაკთან“ მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ვაგონი ლიანდაგიდან გადავიდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სეპარატისტულმა ორგანიზაციამ ბელუჯისტანის განმათავისუფლებელი არმიის სეპარასტისტულმა დაჯგუფებამ აიღო. ჯგუფის მტკიცებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
შეჰბაზ შარიფმა თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ „ტერორიზმი პაკისტანელი ხალხის სიმტკიცეს ვერ შეასუსტებს“.