ფასების კომისიიის დაანონსებიდან 6 თვეში ქვეყანაში ისევ მაღალი ფასებია - რას ამბობს მოსახლეობა

24.05.26 20:22
ფასების კომისიიის დაანონსებიდან 6 თვეში ქვეყანაში ისევ მაღალი ფასებია - რას ამბობს მოსახლეობა

ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონისა და გაძვირებული პროდუქტების გამო მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. ბაზარში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ ფასები იმდენად მაღალია, ბევრს ყოველდღიური საკვების შეძენაც კი უჭირს და სახლში ხელცარიელი დაბრუნება უწევს.

განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში პენსიონერები არიან. მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში არჩევანის გაკეთება უწევთ — იყიდონ აუცილებელი მედიკამენტები თუ საკვები პროდუქტები. მოქალაქეები აცხადებენ, რომ არსებული შემოსავლებით თავის რჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

ხალხი იაფი პროდუქტების საპოვნელად სხვადასხვა ბაზარში გადაადგილდება, თუმცა, მათი თქმით, ფასები ყველგან თითქმის ერთნაირად მაღალია. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ "ოცნების" ხელისუფლების დაპირება, თითქოს პროდუქტებზე ფასები შემცირდებოდა, ამ დრომდე არ შესრულებულა.

სამგორის ბაზარში გამოკითხული პენსიონერების ნაწილი ამბობს, რომ გაძვირებული პროდუქტების გამო დღეს სახლში მხოლოდ პურის წაღება შეძლეს. მოსახლეობის შეფასებით, ფასები თითქმის ყოველდღიურად იზრდება, ხოლო სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.

მოქალაქეები ივანიშვილის ხელისუფლებას ეკონომიკური პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე „გადარჩენისთვის ბრძოლაშია“.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები