5 მლნ 300 ათას სარეზერვო ფონდიდან ღონისძიებისთვის - ექსპერტები "ოცნებას" აკრიტიკებენ

24.05.26 20:41
5 მლნ 300 ათას სარეზერვო ფონდიდან ღონისძიებისთვის - ექსპერტები "ოცნებას" აკრიტიკებენ

 

 

მთავრობა საპატრიარქოს სარეზერვო ფონდიდან დამატებით 5 მილიონ 300 ათას ლარს გამოუყოფს. თანხა საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების დაფინანსებას მოხმარდება.

აღნიშნული თანხა არ შედის იმ მრავალმილიონიან დაფინანსებაში, რომელსაც საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს. მთავრობის გადაწყვეტილებას კრიტიკა უკვე მოჰყვა.

კორუფციისა და საჯარო ფინანსების მკვლევარები აცხადებენ, რომ სარეზერვო ფონდი საგანგებო და გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის უნდა გამოიყენებოდეს, ხოლო მსგავსი საიუბილეო თარიღების ბიუჯეტში წინასწარ გათვალისწინება სრულიად შესაძლებელი იყო.

ექსპერტების შეფასებით, გაუგებარია, რა გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რომ მილიონობით ლარი სწორედ სარეზერვო ფონდიდან დახარჯულიყო და არა წინასწარ დაგეგმილი საბიუჯეტო მექანიზმით დაფინანსებულიყო.

სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ გამჭვირვალობის საკითხზეც. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობს გამჭვირვალობაზე, ბიუჯეტის ხარჯვის კონკრეტული დეტალები და დასაბუთება საზოგადოებისთვის სრულად ხელმისაწვდომი არ არის.

ბიუჯეტის მონიტორინგზე მომუშავე პირები აცხადებენ, რომ როდესაც საქმე მოქალაქეების ფულს ეხება, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს პასუხი კითხვაზე — კონკრეტულად რაში და როგორ იხარჯება სახელმწიფო რესურსი.

ვრცლად ნახეთ თეკლა დონაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები