სახლებიდან გახიზნული ოჯახები და გეოლოგიური საფრთხე - დანელიას ქუჩის მცხოვრებლები ახალ მშენებლობას აპროტეტებენ

24.05.26 20:48
სახლებიდან გახიზნული ოჯახები და გეოლოგიური საფრთხე  - დანელიას ქუჩის მცხოვრებლები ახალ მშენებლობას აპროტეტებენ

ნაფეტვრებში, გიორგი დანელიას ქუჩაზე მცხოვრები კეკელიების ექვსსულიანი ოჯახი ერთადერთი არ არის, რომელსაც სახლის დატოვება და დროებით ახლობლებთან გადასვლა მოუწია. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი საცხოვრებელი გარემო საფრთხის შემცველი კომპანია „იდეა დეველოპმენტის“ მიერ მიმდინარე მასშტაბურმა სამშენებლო სამუშაოებმა გახადა.

მოსახლეობის თქმით, ელიტური კორპუსების მშენებლობის პროცესში კლდის ნაწილი ჩამოინგრა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახები საკუთარ სახლებში დარჩენას ვეღარ რისკავენ.

ადგილობრივები კომპანიისგან ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სამართლებრივ დავას დაიწყებენ.

ინციდენტის შემდეგ Tbilisi City Hall-მა სამშენებლო კომპანია 30 ათასი ლარით დააჯარიმა და მშენებლობის ნებართვა დროებით შეუჩერა, თუმცა მოსახლეობა შიშობს, რომ გავლენიანი მფარველების დახმარებით კომპანია სამუშაოების გაგრძელებას უახლოეს პერიოდში კვლავ შეძლებს.

დანელიას ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობას წლებია ეწინააღმდეგებიან. მათ დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს და თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვის სრულად გაუქმება მოითხოვეს.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები