"წამალი ბავშვებს" - რუსთაველზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია იმართება

24.05.26 20:11
"წამალი ბავშვებს" - რუსთაველზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია იმართება
 

 

 

რუსთაველის გამზირზე მძიმე დაავადების მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები სახელმწიფოსგან ძვირადღირებული მედიკამენტების შემოტანასა და პაციენტებისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობას ითხოვენ. 

მოქალაქეები ამ წუთებში რუსთაველი მეტროსთან იკრიბებიან, ცოტა ხანში მსვლელობით კანცელარიასთან გადაინაცვლებენ. 

მსვლელობაში თავად პაციენტები, მათი მშობლები, სტუდენტები და მოქალაქეები მონაწილეობენ. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მიუხედავად საზოგადოების მიერ შეგროვებული თანხისა, მკურნალობისთვის საჭირო რესურსი საკმარისი არ არის და პრობლემის სრულად გადაჭრა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია.

მონაწილეების თქმით, სტუდენტების მიერ დაწყებული უპრეცედენტო საქველმოქმედო მარათონი ოფიციალურად სრულდება, თუმცა ბავშვების სიცოცხლისთვის ბრძოლა ახლა ახალ ეტაპზე გადადის.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ქვეყანაში საჭირო მედიკამენტების შემოტანისა და დაფინანსების საკითხი არ გადაწყდება.

 

მსგავსი სიახლეები