„არჩევნები აღიარეთ და მერე გიპასუხებთ“ — ნიკოლოზ სამხარაძე "პირველების" კითხვებზე
ჯერ არჩევნების შედეგები აღიარეთ, - ასე პასუხობს "ოცნების" დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე "პირველების" მიერ დასმულ კითხვას, რატომ გახდა საჭირო სოციალურად დაუცველთა ბაზების გაფილტვრა.
ყველა კითხვაზე გიპასუხებთ, როდესაც თქვენ აღიარებთ არჩევნების შედეგებს, - თქვა სამხარაძემ.
სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის წესები იცვლება — საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილებით, იმ ოჯახებს, რომელთა წევრების შემოსავალი განსაზღვრულ ზღვარს გადააჭარბებს, სოციალური დახმარების პროგრამაში რეგისტრაცია შეუწყდებათ.
შესაბამის დოკუმენტს ხელი ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.