ლილუაშვილის საქმე - ადვოკატები ამბობენ, რომ სუსი-ის ექს შეფმა ლევან ახობაძის სავარაუდო დანაშაულის შესახებ არაფერი იცის

25.05.26 11:37
ლილუაშვილის საქმე - ადვოკატები ამბობენ, რომ სუსი-ის ექს შეფმა ლევან ახობაძის სავარაუდო დანაშაულის შესახებ არაფერი იცის

მიუხედავად იმის, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილ მოადგილეს ხელბორკილები დაადეს, სუს-ის ექს შეფი ბრალის დამძიმებას არ ელოდება.

უფლებადამცველები ირწმუნებიან, რომ ლილუაშვილმა ახობაძის სავარაუდო დანაშაულის შესახებ არაფერი იცის. მათი თქმით, ის შუამავალი არ ყოფილა და არაფერი იცოდა, რომ მისი მოადგილე კერძო მეწარმისგან დიდი ოდენობით ქრთამის აღებას აპირებდა.

მათივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე არც საგამოძიებო უწყებიდან დაკავშირებიათ ვინმე და წარმოუდგენელია რაიმე სახის ბრალის წარდგენა მოხდეს.

არანაირი სახის ინფორმირება, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ლევან ახობაძესთან მიმართებაში, არ გვაქვს დ არ გაგვაჩნია, არ ვიცი, რას ემსახურება ცუდ კონტექსტში გრიგოლ ლილუაშვილის ხსენება საჯარო სივრცეში. არ იცოდა, არანაირი ინფორმაცია არ აქვს. გაუთქმელობის ხელწერილი მაფიქრებინებს, რომ აღნიშნულ საქმეშიც მტკიცებულებათა არარსებობაა. 

გრიგოლ ლილუაშვილი, ნებისმიერი სახით, მზად არის აღნიშნულ ფატქთან დაკავშირებით, მიაწოდოს საგამოძებო ორგანოს ინფორმაციას მხოლოდ ის, რომ მას არანაირი სახის ინფორმირება, რაიმე ფაქტთან დაკავშირებით არ ჰქონია,  ინტერესს რაც შეხება, ამ წუთამდე არანაირი კომუნიკაცია ამ წუთამდე საგამოძიებო როგანოზს მხირდან ჩვენთან არ ყოფილა ამ საქმესთან დაკავშირებით. გამოვრიცხავ, იქედან გამომდინარე, რომ თუ ინფორმაცია არ მაქვს არაფერთან დაკავშირებით და ისიც არ ვიცი, ადამიანს რას ედავებიან, წარმოუდგენელია აღნიშნულზე ბრალი წარმიდგინოს. ის, რომ რაიმე სახის გამოძიება  მიმდინარეობდა ახობაძესთან დაკავშირებით, ისიც არ ვიცოდით, - ამბობს ადვოკატი, ლანა ცერცვაძე.

საქმის პროკურორის, ნათია თაიაშვილის თქმით, "ეს არის სქემა, რა სქემით მუშაობდნენ, რა სქემის მეშვეობით იღებდნენ ქრთამს.

პროკურორის განმარტებით, თავისთავად, “სქემის დადასტურება საქმისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის, გრიგოლ ლილუაშვილის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან".

კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი ლილუაშვილისთვის ახალი ბრალდების წარდგენა, პროკურორი პასუხობს, რომ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ის ინფორმაციას არ ფლობს.

ყველა მოწმე ლილუაშვილის სახელს და გვარს ვერ დაასახელებს. ბრალდება წარდგენილია ჯგუფურად განხორციელბული ქმედებისთვის, შესაბამისად, ყველას აქვს თავისი ფუნცქცია და როლი. როგორც წარმოგიდგენიათ მეწარმე სუბიქეტებთან ლილუაშვილთან კავშირი. სქემა როგორი იყო - მოცემულ შემთხვევაში, სააგენტოს თანამშრომლები, სააგენტოს თუ დეპარტამენტის უფროსები, უშუალოდ კონტაქტზე იმყოფებოდნენ მეწარმე სუბიექტებთან  და მათგან მიტანილი თანხები,  ისევ საბოლოო ჯამში სააგენტოს თანამშრომლების მიერ მიდიოდა ლილუაშვილამდე. შესაბამისად, ყველა მეწარმე მის სახელს და გვარს რომ ვერ დაასახელებს ბრალია. რაც შეეხება მოწმეებს, რატომ იკითხებიან, ეს არი სქემა, რა სქემით მუშაობდნენ და იღებდნენ ქრთამს და ამ სქემის დადასტურება საქმისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის ლილუაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებასთან, - ამბობს პროკურორი, ნათია თათიაშვილი. 

  • ლილუაშვილი პროკურატურამ გასული წლის დეკემბერში დააკავა. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, მას „ატკატების“ აღებისთვის ბრალი გასული წლის დეკემბერში წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, გვანცელაძეს დიდი ოდენობით თანხის აღებაში ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული.

 

მსგავსი სიახლეები