„ნარკომაფია ბავშვებს გვიხოცავს“ — სავარაუდოდ, ზედოზირებით დაღუპული ახალაგზრდის ოჯახი რეაგირებას ითხოვს

25.05.26 11:53
„ნარკომაფია ბავშვებს გვიხოცავს“ — სავარაუდოდ, ზედოზირებით დაღუპული ახალაგზრდის ოჯახი რეაგირებას ითხოვს

 

 

სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებით დაღუპული ახალგაზრდის, დავით ბლიაძის ბაბუა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან იმყოფება და კითხვებზე პასუხებს ითხოვს. კაცს აინტერესებს, რომელმა ნარკოტიკულმა საშუალებამ იმსხვერპლა მისი შვილიშვილი. 

22 წლის ახალგაზრდის ბაბუა "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ ექსპერტიზის ბიუროს ჯერ კიდევ არ აქვს პასუხი კიტხვაზე, რომელი მკვლელი ნარკოტიკია შემოსული ქვეყანაში, რომელიც ახალგაზრდებს ერთმანეთის მიყოლებით კლავს.

12 მაისს ღამე ხუთი ახალგაზრდა. 21 -22 წლის ბიჭების გვამები გადმოსვენებული იქნა ამ ექსპერტიზის ბიუროში და ხუთი გვარმი ერთ ღამეში გადავასვენეთ საცხოვრებელ სახლებში და მივაბარეთ მიწას. მე დღეს მოვედი აქ, რომ ექსპერტიზის პასუხი მინდოდა, თუმცა, როგორც მითხრეს, ამას ყველაზე მინიმუმ, თენახევარი სჭირდება. 15 დღეა გასული და არც გამომძიებელი დამკავშირებია, მე თვითონ  ვეძებ საქმე ვისაც აქვს ჩაბარებული, რომ გავერკვიო რა ხდება. ეს ბავშვები არაფერში დამნაშავეები არ არიან, პირიქით, მინდა, მივმართო მშობლებს, რომ უხერხულობას ნუ გრძნობთ, ჩემო ძირფაებო. აგერ, გუშინ გავრცელდა სოციალურ ქსელში, სადაც 4 საათში 1500-დან 2300 ლარამდე ჰპირდებიან... ეს არის უბედურება, ეს არც პოლიტიკაა, ეს არის ერის ტკივილი და თუ დროზე არ დაიწყო ამაზე შესაბამისმა სამსახურებმა მოკვლევები, ძალიან ცუდად დავასრულებთ ყველაფერს. საპატრიარქოა, ეპისკოპოსები არიან, ყველამ უნდა შემოვკრათ განგაშის ზარები და უნდა ვუშველოთ ამ ბავშვებს და იმედია, სახელმწიფო ჩაერთვება ამაში და გამოძიებას არ დაიწყებს ჩემი ლიკვიდაციით. აქვე ვეუბნები მე მათ, რომ ეს არის ნარკომაფია და მსოფლიოში ძალიან დიდ ქვეყნებშია და ამას სერიოზული დაფიქრება სჭირდება. ვხედავთ სადამდე დავიდა საქართველო, ვღუპავთ ბავშვებს და ხმის ამომღები არავინ არის ამ ქვეყანაზე, ამიტომ არის სრული ტერორი. ეს არის ერის უბედურება, ჩვენ დამმარხველი არ გვეყოლება საქართველოს მოსახლეობას თუ ასე გაგრძელდა, - ამბობს ბაბუა. 

თბილისში, სავარაუდოდ, ნარკოტიკის ზედოზირებას კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა. 22 წლის დავით ბლიაძე უგონო მდგომარეობაში სახლში იპოვეს. 

გარდაცვლილის ბაბუა "პირველებს" გვიყვება, რომ მისმა შვილიშვილმა ნარკოტიკი Telegram-ის საშუალებით შეიძინა და ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე აიღო. მოხმარების შემდეგ კი ცუდად გახდა. 

დაღუპულის ოჯახის წევრის თქმით, ნარკოტიკი "მეფედრონი" რუსეთიდან შემოდის, ხოლო მისი შვილიშვილი ერთადერთი არაა ვინც დამოკიდებული გახადეს - "ჩემი ბრძოლაც ზუსტად ემსახურება იმას, რომ ეს შეწყდეს და ჩემი დათო იყოს ბოლო გარდაცვლილი ბავშვი". 

დავით ბლიაძის ახლობლების თქმით, კლინიკაში ზედოზირებით არაერთი ახალგაზრდა ნახეს. 

 

მსგავსი სიახლეები