უხვმა ნალექმა წყალტუბოში პრობლემები შექმნა - დატბორილია ეზოები, სახლები და სავარგულები

25.05.26 13:11
უხვმა ნალექმა წყალტუბოში პრობლემები შექმნა - დატბორილია ეზოები, სახლები და სავარგულები

უხვმა ნალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა - დაიტბორა ეზოები, სახლები და სავარგულები. ფოტოები "პირველების" რედაქციამ წყალტუბოდან მიიღო. 

უხვი ნალექის გამო, პრობლემებია სამეგრელოშიც.

ჯიხაშკარში წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ცენტრალური და შიდა გზები, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ჯიხაშკარსა და მიმდებარე სოფლებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

მსგავსი სიახლეები