სამმა ბიზნესმენმა “ოცნებას“ 150 000 ლარი შესწირა, მათთან დაკავშირებულ კომპანიას მშენებლობის ნებართვა აქვს მიღებული - TI
სამშენებლო-დეველოპერულ „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა შემომწირველებმა 2026 წლის 26-30 მარტს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 150,000 ლარი შესწირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს.
ორგანიზაცია იმ მშენებლობების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომლებიც ამავე კომპანიის წარმომადგენლებს სხვადასხვა დროს აქვთ მიღებული.
სამშენებლო-დეველოპერულ „ალიანს ჯგუფთან“ დაკავშირებულმა შემომწირველებმა – ბესიკ ჟღენტმა, თემურ ბიწაძემ და ნიკოლოზ თევზაძემ – 2026 წლის 26-30 მარტს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 150,000 ლარი შესწირეს.
ჯგუფს ჯამურად პარტიისთვის 913,000 ლარი აქვს გადარიცხული.შემომწირველებთან დაკავშირებულ კომპანიებს მიღებული აქვთ:
2024 წელს შპს „ალიანს ლისს“ ლისის ტბის მიმდებარედ 27,431 კვ.მ-ის სამშენებლო ნებართვა;
2021-2023 წლებში შპს „გონიო 2020“-ის მიერ ქობულეთში 21 ათასი კვ.მ სახელმწიფო მიწის პრივატიზაციით შესყიდვა უკონკურენტო აუქციონებზე;
2021 წელს აჭარის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად, 600 კვ.მ ნაკვეთი გონიოში და
2022 წელს შპს „ჯეობლუბერის“ 1 მილიონი ლარის აგროსუბსიდია,- წერია ინფორმაციაში.