ზემო ფაბრიკის აღმართის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზემო ფაბრიკის აღმართის მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც აღნიშნულ გზაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდა.
ამ ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა გზის გახსნა და გადაადგილების აღდგენა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ხოლო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ტერიტორია მუდმივი მონიტორინგის ქვეშ რჩება.