რას მედავებით? რა გადატრიალება? - სასახლი ღობის საქმეზე დაკავებული ანტონ ვარდანძის სიტყვა

25.05.26 18:22
რას მედავებით? რა გადატრიალება? -  სასახლი ღობის საქმეზე დაკავებული ანტონ ვარდანძის სიტყვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პირების პროცესი გაიმართა. 

დღევანდელ პროცესზე სიტყვით ერთადერთმა ბრალდებულმა, ანტონ ვარდანიძემ ისარგებლა და თქვა, რომ 4 ოქტომბერს სასახლესთან ნამდვილად იმყოფებოდა, მაგრამ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო აქციაზე პროტესტის გამოხატვის უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. 

მანვე აღნიშნა, რომ მისი მიზანი, მხოლო და მხოლოდ მისი შვილის დაცვა იყო, რომელიც აღნშნულ აქციაზე იმყოფებოდა.  

რას მედავებით? რა გადატრიალება? ერთი ვინმესთან კავშირი მქონდა, ვინმესთან დამირეკავს? ჩემი მიზანი ჩემი შვილის დაცვა იყო, რომელიც აქციაზე იყო არ მაქვს უფლება პროტესტი გამოვხატო? - კონსტიტუციით მაქვს ამის უფლება, მიდით დამსაჯეთ მაშინ ამის გამო. 

ბავშვებს რომ იქ ფიზიოლოგიური [ხსნარი] არ შეესხათ მე მკვდარი ვიქნებოდი. დამსაჯეთ, მაგრამ ნუ იტყვით, რომ რამე ჯგუფურად ვქენით, ამას ნუ მომაწერთ. მე ვიყავი იქ, მაგრამ არ ვაღიარებ, რომ რაიმე ჯგუფურში მივიღე მონაწილეობა. 

პოლონეთიდან ჩამოვედი, უკან უნდა წავსულიყავი მაგრამ ამ მოვლენების გამო დავრჩი და მერე ეს მოხდა," - განაცხადა ანტონ ვარდანიძემ. 

მომდევნო პროცესზე დაცვის მხარის ადვოკატები დასკვნითი სიტყვის თქმას დაასრულებენ, შემდეგ კი ჯერი ბრალდებულების საბოლოო სიტყვაზე გადავა. 

არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სასახლის ღობის საქმეზე განაჩენი ივნისის პირველ კვირას გამოაცხადოს.

მსგავსი სიახლეები