მზადება 26 მაისისთვის - დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ჩანიშნულ საპროტესტო მსვლელობას მხარდაჭერას ემიგრანტებიც უცხადებენ
მზადება 26 მაისისთვის - ქართველი ემიგრანტები დასავლური ქვეყნებიდან ხვალ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ჩანიშნულ საპროტესტო მსვლელობას მხარდაჭერას უცხადებენ.
უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეები საღამოს 19:00 საათზე ვაშინგტონში, ვენაში, რომში, ბერლინში, პარიზში და სხვა ქალაქებშიც შეიკრიბებიან.
ისინი "ქართული ოცნების" შეცვლილ კურსსა და შეცვლილ კურსზე ისაუბრებენ.
წლევანდელი ღონისძიების სათაურია - "თავისუფლებამდე რუსთაველია" - ამით გვინდა ჩენ ჩვენი მადლიერება გამოგვეხატა იმ ადამიანების მიმართ, ვინც დღეს რუსთაველის ქუჩაზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას იცავს. პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ფოტოგამოფენა, რომელიც შეეხება ბერლინურ და თბილისურ პროტესტებს," - ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.