კობახიძის აღიარება - 30 ათას ადამიანს წლების განმავლობაში ფულს არაფრის კეთებაში უხდიდნენ
"სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა ფიქტიური იყო" - დღეს ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ 30 ათას ადამიანს წლების განმავლობაში ფულს არაფრის კეთებაში უხდიდნენ. ღარიბაშვილის შექმნილი სოც.დაუცველების დასაქმების პროგრამა კობახიძემ ფიქტიურად შეაფასა. ჩნდება კითხვა ვინ არის ახალა პასუხისმგებელი ბიუჯეტის ფულის ფლანგვაზე?
მესაფლავეები, მეეზოვეები, დამლაგებლები, დარაჯები, სოფლებში წიგნების დამტარებლები - ამ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულები კობახიძის თქმით გაათავისუფლეს. მხოლოდ 2025 წელს ამ პროგრამის ბიუჯეტი 113 მილიონ ლარამდე იყო. "უსარგებლო პროგრამა" - ასე უწოდა კობახიძემ დღეს სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პროგრამას.
წმენდა დაიწყო - ხელფასი გააუქმეს არა მხოლოდ 30 ათას ადამიანს, არამედ სოციალური შემწეობის მიმღებთა რიცხვის შესამცირებლად ახალი ბრძანებაც გამოიცა - ამოწმებენ ყველას, ვინც წლების განმვალობაში იღებდა ფულს სახელმწიფოსგან. ახლა ჩნდება კითხვა, ხალხი გამდიდრდა და დახმარება აღარ სჭირდება, თუ თავიდანვე მაღალი შემოსავლების მქონე მოქალაქეებს სოციალური დახმარებები არჩევნებზე ხმების მისაღებად დაუნიშნეს?
ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დადგენილებით ვიგებთ, რომ ოჯახი, სადაც რომელიმე წევრს 1250 ლარი ან მეტი შემოსავალი უფიქსირდება, სოციალური დახმარების გარეშე დარჩება. ფინანსთა მინისტრმა ჯერ არ იცის რამდენი ათას ადამიანს გააუქმებენ სტატუსს.