1 დღე დიდ საპროტესტო შეკრებამდე - ორგანიზატორები "ოცნებას" ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებენ

25.05.26 20:57
1 დღე დიდ საპროტესტო შეკრებამდე - ორგანიზატორები "ოცნებას" ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებენ

1 დღე დიდ საპროტესტო შეკრებამდე, ხვალ ზუსტად 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროტესტის ეპიცენტრი იქნება, მოქალაქეები კიდევ ერთხელ აჩვენებენ სამოქალაქო ერთობას და "ქართული ოცნების" ხელისუფლების პოლიტიკას ქუჩაში გააპროტესტებენ. დიდი შეკრების ორგანიზატორები ამბობენ, რომ მათ ხელოვნურ პრობლემებს "ქართული ოცნება" უქმნის, რათა აქცია ვერ შედგეს. 

სცენის აწყობა, ხმის გამაძლიერებლის დაყენება, ყველაფერზე მერიაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში აქციის ორგანიზატორებს უარს ეუბნებიან. აქციის ორგანიზატორები "ქართულ ოცნებას" ახსენებენ, რომ ხალხს შეკრების და გამოხატვის უფლებას ვერც ერთი წერილით ვერ შეზღუდავენ. 

ოპოზიციის ამ ბრალდებებზე პასუხად ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უარი აპარატურის შეტანაზე აქციის ორგანიზატორებს 26 მაისის ზეიმის გამო ეთქვათ. ხვალ მთავარი გამზირი და მთავარი მოედანი დაკეტილი ინება. 

დეტალები ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები