ნარკოტიკების მაფია საქართველოში - სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი შსს-ს უმოქმედობაში ადანაშაულებს

25.05.26 21:13
ნარკოტიკების მაფია საქართველოში - სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი შსს-ს უმოქმედობაში ადანაშაულებს

უმოქმედობის 15 დღე -  სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად გარდაცვლილი ბიჭის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშაულებს. დავით ბლიაძის ბაბუა ამბობს, რომ უკვე ორი კვირაა ელოდება  ექსპერტიზის პასუხებს. ოჯახს აინტერესებს, კონკრეტულად რა ნივთიერება აღმოჩნდა საბედისწერო 22 წლის ბიჭისთვის.  გარდაცვლილი ახალგაზრდის ბაბუა დღეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან იყო მისული, მაგრამ პასუხები მაინც ვერ მიიღო.

დაელოდეთ - ეს არის ერთადერთი რასაც გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ეუბნებიან. არადა ამ დროს მკვლელი ნივთიერებები ისევ უკონტროლოდ იყიდება ქვეყანაში და არავინ იცის ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ახალი მსხვერპლი. ტელეგრამ არხები და სოციალური ქსელები რეკლამებით არის აჭრელებული, ეძებენ კურიერებს, ადამიანებს ვისაც ნარკოტიკებს დანიშნულების ადგილამდე მიატანინებენ და სანაცვლოდ ფულს მისცემენ. ნახევარ დღეში საშუალოდ ორი ათას ლარს იხდიან.

როგორ უნდა დასრულდეს ქვეყანაში იატაკქვეშა ნარკომაფია? -  დავით ბლიაძის ბაბუა თვლის, რომ  სახელმწიფო სტრუქტურებმა და საპატრიარქომ ერთდროულად უნდა ჩართონ განგაშის სიგნალი. რადგან ქვეყანაში უკონტროლოდ იყიდება მომაკვდინებელი ნივთიერებები და მსხვერპლის რაოდენობაც დღითიდღე იზრდება.

დეტალებით გუგა არჩვაძე

მსგავსი სიახლეები