"თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და საზოგადოების კითხვებს თავად უპასუხებს" - დავით რიჟვაძე

25.05.26 21:32
"თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და საზოგადოების კითხვებს თავად უპასუხებს" - დავით რიჟვაძე

"თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნდება და საზოგადოების კითხვებს თავად უპასუხებს" - ამის შესახებ მისმა მამამ, დავით რიჟვაძე "აჭარა თაიმსთან" განაცხადა. 

დავით რიჟვაძეს არ დაუკონკრეტებია სად იმყოფება ამჟამად აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი. 

კარგად არის, ჯანმრთელად არის. ამჟამად უცხოეთში, ოჯახთან ერთად იმყოფება. რა მნიშვნელობა აქვს, კონკრეტულად სად არის – დაკითხვაზე ვარ? თუ საზოგადოებრივი ინტერესი იქნება, საზოგადოებას შესაბამის პასუხსაც გავცემთ. თავად ჩამოვა და კომენტარსაც გააკეთებს. მე რატომ არ უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში? დაბრუნება თქვენთვის უნდა შემეთანხმებინა?" - განაცხადა დავით რიჯვაძემ "აჭარა თაიმსთან". 

ცნობისთვის, პროკურატურის ვერსიით თორნიკე რიჟვაძემ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა ალექსი ახვლედიანის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღით მიიყანა.

საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

მსგავსი სიახლეები