ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის დატოვების უფლება არ მომცეს - სადიგოვი
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის განცხადებით, მას ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის დატოვების უფლება არ მისცეს.
ქვეყნიდან გასვლა აკრძალული მაქვს. საბაჟოზე მითხრეს, რომ ეს აკრძალვა რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააწესა - წერს სოცილურ ქსელში სადიგოვი.
აზერბაიჯანის დატოვების უფლება არ მომცეს. ჩემი მხრიდან არანაირი კანონის დარღვევას არ აქვს ადგილი და ჩემს წინააღმდეგ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს და არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ არის აღძრული. შემდეგ ამბობენ, რომ აფგან სადიგოვი ამ მთავრობას აკრიტიკებს - ბანდიტებს, ტირანებს, მკვლელებს, კორუმპირებულ ჩინოვნიკებს. რა უნდა ქნა, თუ არ გააკრიტიკებ მთავრობას, რომელიც შედგება ასეთი გაუნათლებელი ჩინოვნიკებისგან, რომლებიც ხალხს ჩაგრავენ და დაუნდობლად სჯიან, რომლებიც მაფიოზები, მანიაკები, თვითნებობები, თაღლითები, სახელმწიფო ბიუჯეტის მძარცველები არიან, რომელთა ხელები თითის წვერებიდან მხრებამდე სისხლით არის დაფარული, რომლებიც შეკვეთილ პოლიტიკურ რეპრესიებსა და მკვლელობებს სჩადიან?! აზერბაიჯანის მთავრობა კონსტიტუციას ფეხქვეშ თელავს“, - წერს სადიგოვი.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, მას შემდეგ რაც მის მიმართ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება დაირღვა აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების მხრიდან ყველანაირი დანაშაული და საფრთხე მოსალოდნელია.
თუ აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობებმა, რომლებიც უგულებელყოფენ საერთაშორისო სამართალსა და ნორმებს, ერთად დაარღვიეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან სერიოზული და უხეში ფორმით და გამომგზავნეს აზერბაიჯანში, მაშინ მათგან ყველანაირ დანაშაულსა და საფრთხეს უნდა ველოდოთ! ძირს დიქტატურა! რეპრესიები უნდა დასრულდეს! თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!“- წერს სადიგოვი.