პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონს ხელი მოაწერა

26.05.26 10:21
პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან „მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ” კანონს ხელი მოაწერა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

ხელშეკრულებას, რომელიც „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას გულისხომობს" ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა ხელი 9 მაისს მოაწერა, რუსეთის დუმამ კი 13 მაისს დაამტკიცა.

 

 

მსგავსი სიახლეები