ვულოცავთ მეგობარ საქართველოს ხალხს და მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს - ირანის საგარეო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ირანის ისლამური რესპუბლიკა ულოცავს მეგობარ საქართველოს ხალხს და მთავრობას დამოუკიდებლობის დღეს.
ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება ყველა სფეროში ორი ერის საერთო დღის წესრიგია" - წერს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.