საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, გულწრფელ მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს ვუგზავნით ქართველ ხალხს - ლატვიის საგარეო
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
მისალოც წერილში ლატვიის საგარეო წერს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ლატვია გულწრფელ მილოცვებსა და საუკეთესო სურვილებს უგზავნის ქართველ ხალხს. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს" - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ მისალოც წერილში.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.