ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს - საქართველოში ისრაელის ელჩი
საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას ნათელი მომავლის მშენებლობაში - ნათქვამია ელჩის მისალოც წერილში.
ამ განსაკუთრებულ დღეს გულითადად ვულოცავ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს.
26 მაისი საქართველოს თავისუფლების ურყევი სულისკვეთების, გამძლეობისა და ეროვნული სიამაყის ნათელი სიმბოლოა - ღირებულებებისა, რომლებიც ღრმად ეხმიანება ისრაელის ხალხს.
ჩვენი ორი ერი, მიუხედავად გეოგრაფიული დაშორებისა, დაკავშირებულია უძველესი ისტორიით, საერთო დემოკრატიული პრინციპებითა და მტკიცე მეგობრობით, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზეა დაფუძნებული.
საქართველო არის საამაყო ისტორიის, ლამაზი ტრადიციებისა და გამორჩეული ადამიანების ქვეყანა, რომლის სითბო, კულტურა და სულისკვეთება მრავალი ხალხებისთვის შთაგონების წყაროა.
გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას და წარმატებას ნათელი მომავლის მშენებლობაში" - წერია საქართველოში ისრაელის ელჩის, ვალიდ აბუ ჰაიას განცხადებაში.
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.