მარკო მიხელსონი ქართველ ხალხს: თქვენი დაუღალავი ბრძოლა თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის ამაო არ იქნება

26.05.26 13:46
მარკო მიხელსონი ქართველ ხალხს: თქვენი დაუღალავი ბრძოლა თავისუფლებისთვის და უკეთესი მომავლისთვის ამაო არ იქნება

ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: 

„ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს მეგობრებს საქართველოში! - თქვენი დაუღალავი ბრძოლა თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და უკეთესი მომავლისთვის არ იქნება ამაო. საქართველოს მომავალი თავისუფალ ევროპაშია“, - წერს მიხელსონი.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ზუსტად 108 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, თბილისში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.  

მსგავსი სიახლეები