სანქცირებულია 3 კომპანია საქართველოდან - ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
სანქცირებულია სამი კომპანია საქართველოდან - ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა . ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
ახალი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს შეეხოთ, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან. საუბარია ჯამში 18 ახალ სანქციაზე.
ჩვენ ასევე ზომებს ვიღებთ 3 ქართული კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და ცდილობენ სანქციებს გვერდი აუარონ“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ:
„შპს AIFORY – ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რაც გამოიხატება ფინანსური სერვისების მიწოდებით, ან იმ პირისთვის სახსრების, ეკონომიკური რესურსების, საქონლის ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით, რომელიც საქმიანობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სექტორში.
- სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ შპს AIFORY ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში, კერძოდ – რუსეთის ფინანსური სერვისების სექტორში საქმიანობის გზით.
შპს ARVIX – ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რაც გამოიხატება ჩართული პირებისთვის (კერძოდ Garantex-ისა და Grinex-ისთვის) ფინანსური სერვისების მიწოდებით, ან სახსრების, ეკონომიკური რესურსების ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით.
- შპს ARVIX იღებს ან იღებდა სარგებელს ან მხარს უჭერს რუსეთის მთავრობას, რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში, კერძოდ – რუსეთის ფინანსური სერვისების სექტორში საქმიანობის გზით.
შპს RAPIRA GROUP – ჩართულია ან ჩართული იყო რუსეთის მთავრობისგან სარგებლის მიღებაში ან მის მხარდაჭერაში, რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორში, კერძოდ – რუსეთის ფინანსური სერვისების სექტორში საქმიანობის გზით.
- ის ჩართულია ან ჩართული იყო უკრაინის დესტაბილიზაციაში, ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარაში.
- ეს გამოიხატება ფინანსური სერვისების მიწოდებით, ან იმ პირისთვის სახსრების, ეკონომიკური რესურსების, საქონლის ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობით, რომელიც თავად აწვდის ფინანსურ სერვისებს ან უზრუნველყოფს ისეთი სახსრების, ეკონომიკური რესურსების, საქონლის ან ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინის დესტაბილიზაციას, ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის შელახვასა თუ მუქარას.“