ბათუმი არენაზე ბეშიქთაშის ფანები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - საჭირო გახდა მატჩის დროებით შეწყვეტა

26.11.26 22:32
ბათუმი არენაზე ბეშიქთაშის ფანები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ - საჭირო გახდა მატჩის დროებით შეწყვეტა

 

 

"ბათუმი არენაზე" ბეშიქთაშისა და ჰაპოელ ბეერ შევას მატჩი დროებით შეწყვეტილი იყო - ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებასაც. სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

ბათუმი არენაზე ბოლო რამდენიმე წუთია დაძაბულობაა - არსებული ინფორმაციით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას შიგადაშიგ უპირისპირდებიან.

ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, გულშემატკივრები პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.

მანამდე თურქმა გულშემატკივრებმა სტადიონის შიგნით პალესტინის დროშა გაშალეს და ანტიისრაელური შეძახილები დაიწყეს. 

მატჩის მასპინძელი სტადიონის შეცვლა უეფამ გადაწყვიტა. უეფას განმარტებით, თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ორგანიზაციას აცნობა, რომ შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო. შესაბამის მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის მატჩს საქართველო უმასპინძლებს.

თურქეთსა და ისრაელს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები ისრაელ-ღაზის ომის გამო გაუარესდა.

 

მსგავსი სიახლეები