დარბაზიდან, სადაც “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვა" მიმდინარეობდა, ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიტანეს - ნიკა შურღაია

26.11.26 21:21
დარბაზიდან, სადაც “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვა" მიმდინარეობდა,  ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიტანეს - ნიკა შურღაია

"ერთი საქართველო - ერთი ხალხის" წარმომადგენელი ნიკა შურღაია  აცხადებს, რომ “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვის" შეხვედრზიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ხალხი წინასწარ ჰყავდათ მოყვანილი, მათ შორის თავისუფალი ჭიდაობის წრის სკოლის მოსწავლეები. რაც შეეხება თავად, შურღაიას განცხადებით, მან თავდაპირველად შესვლა მოახერხა, თუმცა მალევა ძალია გამოყენებით გამოიყვანეს და კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. 

არა მარტო არ შემიშვეს იმ დარბაზიდან ძალით გამომიტანეს, ანუ მე იმ დარბაზში შევედი ალბათ შეცდომა მოუვიდათ წინასწარ განზრახულად ჰქონდათ ეს დარბაზი შევსებული, შემთხვევითი ხალხით.

ჩემს წინ ექვსი სკოლის მოსწავლე იჯდა ბიჭები, ვკითხე და თავისუფალი ჭიდაობის წრიდან იყვნენ მოსულები.

აი ასეთი ხალხი ჰყავდათ მოყვანილი ორ საათით ადრე ჰქონდათ დარბაზში შევსებული, რომ იქ არავინ შესულიყო და მე ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიტანეს იმ დარბაზიდან - "ერთი საქართველო - ერთი ხალხის" წარმომადგენელი ნიკა შურღაია. 

ფინანსისტი ნიკა  შურღაია აქტიურად ეწინააღმდეგება არაბული კომპანია Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიან საინვესტიციო პროექტებს საქართველოში და ითხოვს შეთანხმების გაუქმებას.

შურღაიას მთავარი პრეტენზია შეეხება იმას, რომ თბილისსა და აჭარაში დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია. მისი თქმით, სანამ კონტრაქტის პირობები და მუხლები საჯარო არ გახდება, პროექტის ეკონომიკურ სარგებელზე მსჯელობა სპეკულაციაა. 

ფინანსისტი ჩამოთვლის როგორ მოქმედებდა Eagle Hills-ი სხვა ქვეყნებში (მაგალითად, სერბეთში - ბელგრადის პროექტი). კრიტიკოსებისა და თავად შურღაიას შეფასებით, მსგავსი შეთანხმებები ხშირად შეიცავს კორუფციულ რისკებს, სახელმწიფო მიწებისა და ქონების არახელსაყრელი პირობებით გადაცემასა და ადგილობრივი ინტერესების დაზიანებას.

სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ პროექტის პარამეტრები საჯარო განცხადებებშიც კი სწრაფად იცვლებოდა.