კლინიკაში სუროგატი ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა - დაწყებულია გამოძიება
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუროგატი ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა - შემთხვევა 12 ნოემბერს მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "პირველებს" განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
სუროგატი ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა.
მედია წერს, რომ მომხდარს შსს 13 დღის განმავლობაში არ ადასტურებდა. რადიო თავისუფლების თანახმად, უწყებამ ქალის გარდაცვალების შესახებ ცნობა "ქართული ოცნების" მიერ სუროგაციის აკრძალვის ინიციატივის დაანონსების შემდეგ დაადასტურა.
მსგავსი სიახლეები
26.11.26 21:21
დარბაზიდან, სადაც “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვა" მიმდინარეობდა, ფიზიკური ძალის გამოყენებით გამომიტანეს - ნიკა შურღაია
"ერთი საქართველო - ერთი ხალხის" წარმომადგენელი ნიკა შურღაია აცხადებს, რომ “იგლ ჰილსის” პროექტის "საჯარო განხილვის" შეხვედრზე ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.