პოლიციის ალყაში მოქცეული მშობლები — დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები თავისუფლების მოედანზე არ შეუშვეს

26.05.26 22:26
პოლიციის ალყაში მოქცეული მშობლები — დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები თავისუფლების მოედანზე არ შეუშვეს

 

 

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებს დღეს თავისუფლების მოედანზე შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. მაშინ, როდესაც "ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლები 26 მაისის ღონისძიებებს ზეიმობდნენ, მათგან რამდენიმე მეტრში მშობლები საკუთარი შვილებისთვის აუცილებელი მედიკამენტის მოთხოვნით იდგნენ.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანთან ბანერით — „მიეცით წამალი ბავშვებს!“ — მივიდნენ, თუმცა, მათი თქმით, პოლიციამ ბანერის გამოჩენისთანავე ოთხი მშობელი ტერიტორიიდან გაიყვანა.

ამის შემდეგ კახა წიქარიშვილმა ბანერი დაკეცა და სამართალდამცველებს უთხრა, რომ მოედანზე ბანერის გარეშე შევიდოდნენ. თუმცა, როგორც მშობლები ამბობენ, მათ ტერიტორიაზე ამ შემთხვევაშიც არ შეუშვეს. იქ, სადაც მოქალაქეები დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდნენ, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის ადგილი ვერ მოიძებნა.

მოგვიანებით პოლიციამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა, თავისუფლების მოედანზე კანცელარიის მხრიდან გადასულიყვნენ, თუმცა ვითარება არც იქ შეცვლილა. დიუშენის დაავადების მქონე ბავშვები და მათი მშობლები სამართალდამცველების კორდონის წინ დარჩნენ და, მათი განცხადებით, ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება არც ამ მხრიდან მიეცათ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები