ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად, მხიარულად შევაბიჯებთ ევროკავშირში - ლანა ღოღობერიძე

26.05.26 20:34
 ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად, მხიარულად შევაბიჯებთ ევროკავშირში - ლანა ღოღობერიძე

 

 

საპროტესტო მარშში, რომელიც ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით მიმდინარეობს, მონაწილეობენ მსახიობები, რეჟისორები, ისტორიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი ამა თუ იმ სფეროს წარმომადგენლები.

მათ შორის არის კინორეჟისორი, ლანა ღოღობერიძეც. მისი თქმით, ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა და ასეთი სულისკვეთება იგრძნობა.

კინორეჟისორი დარწმუნებულია, რომ “ყველა ერთად, მხიარულად შეაბიჯებს ევროკავშირში. “

ძალიან სასიხარულოა, რომ ჩანს ბევრი ხალხი და რაც მთავარია, ჩანს სულისკვეთება, რომელიც ერის სულისკვეთებაა, ამისთვის ვცოცხლობთ, მართალი რომ გითხრათ. ის, რომ დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს, ეს თან ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს იმედის მომცემი, წინ კიდევ რაღაცები გველოდება, კარგი ამბები.  ნახე რამდენი ხალხია, ყველას გაბრწყინებული სახე აქვს, ე.ი. ყველა იმედით არის სავსე. როდესაც ასეთი იმედით კარგია ადამიანები ერთად იკრიბებიან, ამ სოლიდარობას ვერავითარი ტოტალიტარიზმი ვერ გადალახავს, ჩვენ ერთად ვიქნებით და ერთად, მხიარულად შევაბიჯებთ ევროკავშირში, - განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

მსგავსი სიახლეები