გდდ-ის ახალი შეფი კამერებთან არ გამოჩენილა - თანამშრომლების ნაწილი ბაადურ შენგელიას არ იცნობს

26.05.26 20:42
გდდ-ის ახალი შეფი კამერებთან არ გამოჩენილა - თანამშრომლების ნაწილი ბაადურ შენგელიას არ იცნობს

სამთავრობო კვარტალში დილიდან ძალოვანების მობილიზებაა. ცოტა ხნის წინ გდდ-ს თანამშრომლებმა პარლამენტის ორივე კარი აჭედეს. ამ ფონზე ისინი ვერ პასუხობენ კითხვას, რისთვის ხდება მსგავსი ზომები მიღება და რისთვის ემზადებიან.

ამ ფონზე გდდ-ს ახალი შეფი დღეს კამერებთან არ გამოჩენილა. გდდ-ს თანამშრომლების ნაწილი ამბობს, რომ ბაადურ შენგელიას არ იცნობს.

არ ვიცნობ, - ამბობს გდდ-ს თანამშრომელი. 

შეგახსენებთ, რომ გდდ-ს უფროსი ბაადურ შენგელია გახდა. შენგელიამ ამ პოსტზე რომან ქარცივაძე ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები