ბრიტანული სანქციები ქართულ კომპანიებს - ვინ არიან მფლობელები (პირველებმა ახალი დეტალები გაარკვია)

27.05.26 11:15
ბრიტანული სანქციები ქართულ კომპანიებს - ვინ არიან მფლობელები (პირველებმა ახალი დეტალები გაარკვია)

 

 

კრიპტოკომპანიები და უკანონო ფინანსური ქსელები, რომლებსაც რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს  - სწორედ ეს გახდა ბრიტანეთის მიერ სამი ქართული კომპანიის დასანქცირების მიზეზი. 

ოფიციალური ლონდონის განცხადებით, კომპანიები რუსეთზე ფოკუსირებულ ბირჟებზე ოპერირებდნენ და სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდნენ.

"პირველებმა" გაარკვია, რომ სამივე კომპანია - „შპს AIFORY,  შპს ARVIX და შპს RAPIRA GROUP თბილისში, გლდანში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია რეგისტრირებული.

შპს AIFORY ოფიციალური მონაცემებით, მიხეილ გევორქიანის საკუთრებაშია.  მან "პირველებისგან" გაიგო, რომ მისი კომპანია დასანქცირებულია.

როგორ ახორციელებდნენ რუსეთის დასახმარებლად კრიპტო გადარიცხვებს? - ეს კითხვა ჩვენმა ჟურნლისტმა შპს AIFORY-ის მფლობელს დაუსვა, თუმცა მიხეილ გევორქიანმა საუბარი აღარ ისურვა, და ტელეფონი გაგვითიშა. 

რაც შეეხება შპს ARVIX-ს - "პირველებმა" გაარკვია, რომ თავიდან კომპანიის დამფუძნებელი დავით ნუცუბიძე იყო და მასთან სატელეფონო კავშირზე გავიდა.

ნუცუბიძე ირწმუნება, რომ წლებია აღნიშნულ კომპანიას არარ წარმოადგენს და ამტკიცებს, რომ მაშინაც ფორმალურად იყო დანიშნული.

ნუცუბიძე ასევე შპს ARVIX-სთან დაკავშირებით მასთან კითხვები ფინანსურ პოლიციასაც ჰქონდა. 

მე მაგ კომპანიაში არ ვარ რამოდენიმე წელია. ვიყავი ძაან ცოტა ხანი. წარმოდგენა არ მაქვს, რას საქმიანობს. მე არ ვარ მითითებული, მე მასგთან დაკავშირებით ფინანსურ პოლიციაში მისული. კი რაღაც გარკვეული კითხვები ჰქონდა. მე მაგ კომოანიასთან ფორმალურად ვიყავი დირექტორი, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რას საქმიანობდა. 

შპს ARVIX-ის ახლანდელი მფლობელი დოკუმენტების თანახმად თამაზ გარაევია - "პირველები" მის მამას ესაუბრა - კაცი ირწმუნება, რომ შვილს არანაირი კომპანია არ გააჩნია და არც კრიპტოსაქმიანობის შესახებ სმენია რამე.

ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოხვდა ასევე შპს RAPIRA GROUP, რომელიც საჯარო რეესტრის მიხედვით ახლა ლიკვიდაციის პირობებშია. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი სანქციები მიმართულია კრიპტოვალუტის ბირჟებისა და „A7 ქსელის“ წინააღმდეგ. დიდი ბრიტანეთის მიხედვით, ეს ქსელი კრემლის მიერ მხარდაჭერილი სისტემაა დასავლური სანქციებისგან გვერდის ასავლელად, სამხედრო შესყიდვების დასაფინანსებლად და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხების დასამუშავებლად რუსეთის საომარი ეკონომიკის დაფინანსებისთვის.

  • დიდი ბრატანეთის მთარობის განცხადებით, თავად ამ ქსელის მონაცემებზე დაყრდნობით, ქსელმა გასულ წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტი გადარიცხა – რაც რუსეთის წლიური სამხედრო ხარჯების დაახლოებით ნახევარს უდრის.
  • „ახალი ზომები ასევე შეეხო A7-თან დაკავშირებულ ძირითად პირებს. ეს დაჯგუფება იყენებს ყირგიზულ ბანკს, რომელიც ეჭვმიტანილია ქსელისთვის გადახდების ხელშეწყობაში, ასევე მსხვილ გლობალურ კრიპტოვალუტის ბირჟას, რომელმაც ჩვენი ვარაუდით 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი დააბრუნა კრემლის ხელში.

ასევე ნახეთ: