მოკლული მასწავლებლის დედის კომენტარი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

27.05.26 13:34
მოკლული მასწავლებლის დედის კომენტარი გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ

 

 

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ ანა ნასყიდაშვილის და დემეტრე ჩიქოვანის მიმართ სწორი გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

სასამართლოს დასრულების შემდეგ, ანი ნასყიდაშვილის დედამ სასამართლოს დარბაზიდან ხმამაღალი საყვედური უთხრა ჩემს შვილს - გიხარიათ, რომ უდანაშაულო ბავშვი ციხეში გამოკეტეთ? - ამბობს ეკა კუპატაძე "პირველებთან".

მოკლული მასწავლებლის დედის თქმით, ბრალდებულები არ თვლიან რომ მათ დანაშაული ჩაიდინეს და არც სინანულიის გრძნობა არ აქვთ. 

ეკა კუპატაძემ "პირველებთან" ისაუბრა მის მიმართ მუქარაზეც.  

ახალგაზრდა მოსამართლემ დიახ, მიიღო სწორი გადაწყვეტილება და დამნაშავედ ცნო  ანი ნასყიდაშვილიც და დემეტრე ჩიქოვანიც. სასამართლოს დასრულების შემდეგ, ანი ნასყიდაშვილის დედამ სასამართლოს დარბაზიდან ხმამაღალი საყვედური უთხრა ჩემს შვილს - გიხარიათ, რომ უდანაშაულო ბავშვი ციხეში გამოკეტეთ? მე ვიტყვი პატარა რამეს - ამათთვის, სავარაუდოდ, ეს დანაშაული მართლა არ არის დანაშაული. ეს არის ამათთვსი ყოველდღიურობა. ამათთვის ძალადობა არის ნორმა. ესენი არიან საზოგადოებისთვის იმაზე მეტად საშიშები, ვიდრე ჩვენ რომელიმეს წარმოგვიდგენია. როლები კარგად აქვს გადანაწილებული სიბაშვილს, სეფიაშვილს და ნასყიდაშვილის დედას. მათ იციან, რა დროს როგორ ზემოქმედება უნდა მოახდინონ ჩვენზე. ყველამ იცის, რომ მე სეფიაშვილი და სიბაშვილი საჩივარს მიმზადებს და უნდა მიჩივლოს ამ აგრესიული ტონისთვის და ერთი სული მაქვს, როდის შევხდები მათ თავიანთ სასამართლო პროცესზე. 

გუშინ დაიწყეს ასეთი რამ, რომ წაბილწავენ გიგას საფლავს. ვერ შემაშინებთ, არ გავჩერდები მანამ, სანამ ყველა თავისი დანაშაულის საპირწონე პასუხს არ აგებს. მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვთქვა - ვერ მოიფიქრებთ ევრაფერს, ვერ გამაჩერებთ ვერაფრით, ეკა კუპატაძე ცოცხლობს მხოლოდ გიგასთვის", - აცხადებს ეკა კუპატაძე. 

გიგა ავალიანის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანი და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებული ანა ნასყიდაშვილი, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო. 

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ბრალდებული არასრუწლოვანია, მოსამართლე პატიმრობის წლებს შემდეგ სხდომაზე, 2 ივნისს გამოაცხადებს. 

  • ცნობისთვის, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს [ავალიანზე ძალადობას მობილურით იღებდა] 14- 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, მსჯავრდებულებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდათ, შესაბამისად, გაბაშვილი და რიკაძე პენიტენციურ დაწესებულებაში 10 წელსა 6 თვეს მოიხდიან, დემეტრე ჩიქოვანი კი 6 წელსა და 9 თვეს.

ვის რას ედავებოდა გამოძიება?

  • ალექსანდრე გაბაშვილი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა.
  • გიორგი რიკაძე  - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა; ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხი ეპიზოდი).
  • დემეტრე ჩიქოვანი - ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა (გიგა ავალიანის ეპიზოდი); ჯგუფური ძალადობის ორგანიზება (გიგა ავალიანისა და კიდევ ოთხის ეპიზოდი).

რა მოხდა  2025 წლის პირველ ოქტომბერს?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

 

მსგავსი სიახლეები