შემთხვევის ადგილზე, სადაც პოლიციამ დაკავებული სცემა, სერგი ბზიშვილიც იმყოფება [ვიდეო]

27.05.26 14:59
შემთხვევის ადგილზე, სადაც პოლიციამ დაკავებული სცემა, სერგი ბზიშვილიც იმყოფება [ვიდეო]

 

 

გორში, კომბინატის დასახლებაში, სადაც პოლიციამ მოქალაქე ჯგუფურად სცემა, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილი გამოჩნდა.

კიდევ ერთ კადრში, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, შსს-ს მაღალჩინოსანი სამოქალაქო ფორმაშია ჩაცმული და მიმდინარე სპეცოპერაციას აკვირდება. უცნობია, იმყოფებოდა, თუ არა ბზიშვილი ადგილზე უშუალოდ მაშინ, როცა 10-მდე პოლიციელმა დაკავებულზე ჯგუფურად იძალადა. 

ვინ არის დაკავებული და რატომ ატარებს სპეცოპერაციას შსს, ჯერ-ჯერობით უცნობია. ადგილზე ჩასულ "პირველების" გადამღებ ჯგუფს, განსაკუთრებული აგრესიით დახვდნენ. შსს-ს მაღალჩინსონები არცერთ კითხვას არ პასუხობენ და მედიას კადრების გადაღების საშუალებას არ აძლევენ.