როდესაც ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე - არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისგან! - ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი

27.05.26 16:31
როდესაც ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე - არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისგან! -  ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანი

"როდესაც გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს! როდესაც ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე - არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისგან!" -  "ტაბულა" მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანის Facebook სტატუსს აქვეყნებს. 

გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა დაკავებულებზე ფიზიკურად იძალადეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. 

სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. მომხდარ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.