ძალადობაში მხილებული პოლიციელები დაკავებულები არ არიან - კობახიძე ამბობს, რომ რეაგირება იქნება
ძალადობაში მხილებული პოლიციელებიდან ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ - ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. [სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტი].
სპეციალისტები ამბობენ, რომ კადრები საკმარისია თითოეული მოძალადე პოლიციელის იდენტიფიცირებისთვის, მაგრამ ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც მოქალაქე უმოწყალოდ სცემეს, ისევ თავისუფლებაზე არიან.
რაც შეეხება დაშავებულს, 28 წლის პაპუნა ლოცუაშვილი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტზე, მოკლე კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, შესაბამის უწყებას რეაგირება ექნება.
მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ შესაბამისი რეაგირება. ამაზე რა თქმა უნდა საზოგადოება იქნება ინფორმირებული"- თქვა კობახიძემ.
გორში სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცავთა ჯგუფმა ორ პირზე ფიზიკურად იძალადეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა.