სპექტაკლი სანთლების შუქზე, ბილეთის ფასი ერთი სანთელი
სპექტაკლი სანთლების შუქზე, ბილეთის ფასი ერთი სანთელი - რუსთავში, თეატრი "ბრავო" იძულებული გახდა სამუშაო პროცესის გასაგრძელებლად ეს ფორმა აერჩია.
არსებობს ეჭვი, რომ თეატრს მერია გასაყიდად ამზადებს, იქ დასაქმებულებს კი აიძულებს თავად დატოვონ შენობა.
თეატრის წარმომადგენლები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ იქ დენი გამორთეს და მას შემდეგ მოზარდებს სანთლის შუქზე უწვეთ სპექტაკლებზე მუშაობა. თეატრი "ბრავო" რუსთავში ერთ-ერთი ის გამორჩეული ადგილია, სადაც ბავშვები ხელოვნებას ეუფლებიან.