რამდენი ადამიანი დათვალა რუსთაველზე, აქციაზე კობახიძემ
ირაკლი კობახიძე 26 მაისს, „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ჩატარებულ აქციასთან დაკავშირებით საუბრობს - "ქართული ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ რუსთაველის გამზირზე გუშინ 5 000 კაცი გამოვიდა.
"ქართული ოცნების" პრემიერის თქმით, ოპოზიციას რესურსი პრაქტიკულად არ აქვს და დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს ორი წლის წინ.
„რასაც ვწინასწარმეტყველებდით, ის მოხდა, მორიგი აქცია ჩაუვარდათ. გამოსული იყო ადამიანების ნაწილი, ეს მათი დემოკრატიული უფლებაა. როდესაც გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, ეს ამ ოპოზიციისთვის წარმატებადაც შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, ვხედავთ, რომ მათ რესურსი პრაქტიკულად არ აქვთ. დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, იმ შედეგსაც ვერ მიიღებენ, რაც მიიღეს თუნდაც ორი წლის წინ. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. მათ მიმართ მხარდაჭერა არის მიზერული, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინ...
ყოველ ჯერზე მათ ჩამოჰყავთ ექსპერტები, რომლებიც გეგმავენ კონკრეტულ სცენარებს, თუმცა, ყოველ ჯერზე ყველა სცენარი ჩავარდა. იყო ხან აკერმანი, ხან ვიღაც სხვა, ახლა არის ბლაჟევიჩი, ასეც და ისეც, ამ ადამიანებს არ აქვთ წარმატების რესურსი, ამის მიზეზია მათი წარსული და უახლესი წარსულიც მათ შორის. საზოგადოების ნდობას ეს ადამიანები ვერასოდეს მოიპოვებენ, ისინი არიან აბსოლუტურად უსახური და უსუსური ადამიანები, შესაბამისად, მათ აქვთ წარმატების აბსოლუტურად ნული რესურსი", - განაცხადა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" ლიდერი აღნიშნავს იმასაც, რომ „ოპოზიციის პატრონები“ არასწორად ხედავენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, აქედან გამომდინარე, არასწორად ურჩევენ სლოგანებსაც და ეს არის მათი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.